მიწა ჩვენი მარჩენალი
სასწავლო თემის ავტორი
|
||
სახელი და გვარი
|
სოფიო მაისაშვილი
|
|
რაიონი
|
ამბროლაური
|
|
სკოლა
|
სოფელ წესის საჯარო სკოლა
|
|
ქალაქი
|
||
თემის
მონახაზი
|
||
თემის დასახელება
|
||
მიწა ჩვენი მარჩენალი
|
||
თემის შინაარსი
|
||
მოსწავლეები
ამ პროექტით შეისწავლიან ნიადაგში მჟავიანობის განსაზღვრას და მისი შემცირების
გზებს. მოიპოვებენ ინფორმაციას სოფელში მოსავლის რაოდენობის შესახებ,
გამოიკვლევენ ნიადაგის მჟავიანობას, მოაგროვებენ ინფორმაციას სხვადსხვა კულტურის
განვითარებისთვის საჭირო პირობებზე და ნიადაგის განეიტრალების გზებზე. დაწერენ
თემას ამ კვლევებზე დაყრდნობით და გააცნობენ დაინტერესებულ პირებს.
|
||
საგანი
|
||
ქიმია
|
||
დონე/კლასი
|
||
მეორე საფეხური IX კლასი
|
||
განხორციელების დროის ჩარჩო
|
||
8 საგაკვეთილო საათი
|
||
თემის საფუძვლები
|
||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
|
||
კვლ. IX.1.მოსწავლეს შეუძლია
განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
კვლ. IX.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი
პროცედურის
განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
კვლ.IX.3.მოსწავლეს
შეუძლია მონაცემთა
წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო
საშუალების გამოყენებით .
კვლ.IX.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
ქიმ.IX.7.მოსწავლეს შეუძლია გარემოზე
დაკვირვება და მოპოვებული მონაცემების
შეფასება ქიმიის თვალსაზრისით.
|
||
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
|
||
მოსწავლემ შეძლოს
გარემოზე დაკვირვებით განსაზღვროს კვლევის საგანი და ეტაპები, კვლევის
პროცედურების განხორციელება და მონაცემების აღრიცხვა,მოპოვებული მონაცემების
ქიმიის თვალსაზრისით შეფასება, მიღებული ცოდნის საფუძველზე დასახოს
ნიადაგის მჟავიანობის შემცირების ან გაზრდის გზები. მონაცემთა წარმოდგენა
სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
|
||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
|
||
ზოგადი კითხვა
|
რამდენად მრავალფეროვანია ჩვენი ქვეყნის
სამზარეულო? ჩვენი კუთხის ცნობილი კერძი რომელი მცენარისგან მზადდება? ლობიოს
როგორი მოსავალი მიიღეთ წელს?
|
|
თემატური კითხვები
|
რომელი ფაქტორები ახდენენ
გავლენას
მოსავლის შემცირებაზე? რა იწვევს კლიმატის
ცვლილებას? როგორი წვიმა გაგიგიათ?
რა არის მჟავა წვიმა? |
|
შინაარსობრივი კითხვები
|
რა შეიძლება გამოიწვიოს მჟავა
წვიმებმა? რა არის ნეიტრალიზაციის რეაქცია? როგორ შეიძლება შემცირდეს მჟავიანობა
ნიადაგში?
|
|
შეფასების გეგმა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების დროის ჩარჩო
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შევამოწმებ საბაზისო ცოდნას ვ-მ-ვ (ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე) ცხრილის
გამოყენებით. შეკითხვების დასმა და ჩანაწერები დამეხმარება
წინარე ცოდნის დადგენაში, 21 საუკუნის უნარ-ჩვევების წინასწარ შეფასებაში.
მოსწავლეების მონაწილეობა კვლევის ჩატარებასა და საპრეზენტაციო პროგრამის
აგებაში უზრუნველყოფს მასწავლებლის და
მოსწავლეების დახმარებას პროგრესის და
თემატიკის გაგების მონიტორინგში.
მუშაობის პროცესში მოსწავლეების შესაფასებლად გამოვიყენებ პრეზენტაციის
შეფასების რუბრიკას. სლაიდშოუს კრიტერიუმების ჩამონათვალი კი, მოსწავლეების მიერ
კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებული სტანდარტების გაგების და შესრულების
დოკუმენტირებას უზრუნველყოფს. ჯგუფური კონფერენციები ემსახურება სამუშაოს
შეფასებას და პროგრესის მონიტორინგს. გამოვიყენებ პროექტის რუბრიკას პროექტის
შესაფასებლად. დავუბრუნდბი ვ-მ-ვ ცხრილს, პროექტის ფარგლებში მიღებული
ცოდნის შესაფასებლად და მოსწავლეების მიღწევებზე ფოკუსირების მიზნით.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
საბაზისო
უნარ-ჩვევები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეებმა იციან
ჰაერის დაბინძურების წყაროები, სათბურის ეფექტის შესახებ, მჟავა წვიმების
შესახებ.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო
პროცედურები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შევდივარ მეცხრე კლასში ვიწყებ
შეკითხვებით: რამდენად მრავალფეროვანია ჩვენი ქვეყნის სამზარეულო? ჩამოვთვალოთ
სხვადასხვა კუთხის ცნობილი კერძები. ჩვენი კუთხის ცნობილი კერძი რომელი
მცენარისგან მზადდება? ლობიოს როგორი მოსავალი მიიღეთ წელს? რომელი ფაქტორები
ახდენენ გავლენას მოსავლის შემცირებაზე?
რა იწვევს კლიმატის ცვლილებას? როგორი
წვიმა გაგიგიათ? რა არის მჟავა წვიმა? რა შეიძლება გამოიწვიოს მჟავა წვიმებმა?
რა არის ნეიტრალიზაციის რეაქცია? როგორ შეიძლება შემცირდეს მჟავიანობა ნიადაგში?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემის მიზნით ვიწყებთ პროექტს ,,მიწა ჩვენი
მარჩენალი“, რომლის მიზანია თქვენ შეძლოთ გარემოზე დაკვირვებით განსაზღვროთ
კვლევის საგანი და ეტაპები, კვლევის პროცედურების განხორციელება და მონაცემების
აღრიცხვა, მოპოვებული მონაცემების ქიმიის
თვალსაზრისით შეფასება. მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო
საშუალებების გამოყენებით.
ვყოფ კლასს ორ ჯგუფდ, ორ
ცალ მისალოც ბარათს ვჭრი ფიგურებად, ვყრი ყუთში და მოსწავლეები იღებენ
შემთხვევითობის პრინციპით, ერთნაირი მისალოცი ბარათის ფიგურებიანი ბავშვები
იქნებიან ერთ ჯგუფში, მეორე მისალოცი ბარათის მეორე ჯგუფში. ვირჩევ თითოეული
ჯგუფის ლიდერს, რომელიც პასუხიმგებელი და ანგარიშვალდებული იქნება ჩემთან.
პირველი ეტაპი-პირველი ჯგუფი მოამზადებს საპრეზენტაციო პროგრამას
,,მჟავა წვიმების უარყოფითი გავლენა გარემოზე” (მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტიდან და
წინებიდან, თუ როგორ აზიანებს მჟავა წვიმები მცენაარეებს, საფრთხეს უქმნის
ცოცხალ ორგანიზმებს და ააგებენ სლაიდშოუს), მეორე ჯგუფი დაამზადებს დიაგრამას
სოფელში მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე. კერძოდ, გამოკითხავენ სოფლის
მოსახლეობას ბოლო სამი წლის მანძილზე, მათ მიერ მიღებული ლობიოს და სიმინდის
მოსავლის შესახებ.
ჩატარებული სამუშაოს
მიხედვით ორივე ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას. მოვახდენ ამ საპრეზენტაციო
პროგრამის შეფასებას.
მეორე ეტაპი-ორივე
ჯგუფი იღებს სხვადასხვა საკარმიდამო ნაკვეთებიდან ნიადაგის სინჯებს. მოაქვთ
ლაბორატირიაში და აკეთებენ კვლევას, რომელ ნიადაგში როგორი მჟავიანობაა.
მონაცემებს ინახავენ ცხრილში.
მესამე ეტაპი- მოიპოვებენ ინფორმაციას, არსებული PH-ის შემცველობის შემთხვევაში, რომელი კულტურის დათესვაა
რეკომენდირებული, მოიპოვონ ინფორმაცია
მჟავიანობის შემცირების გზებზე.
ამ ეტაპის დასრულების
შემდეგ მოეწყობა ჯგუფური კონფერენცია
სადაც გავაკეთებ ჯგუფური მუშაობის შეფასებას.
მეოთხე ეტაპი-ამ
ინფორმაციის საფუძველზე დაწერენ თემას და გააცნობენ დაინტერესებულ პირებს.
სოფლის მოსახლეობას. ბოლოს გამოვიყენებ
პროექტის რუბრიკას პროექტის შესაფასებლად.
|
დიფერენცირებული სწავლება
|
||
სპეციალური საჭიროებები
|
|
|
არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების
ენა არ არის მშობლიური)
|
|
|
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
|
|
|
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო
ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)
|
||
ფოტოკამერა
კომპიუტერი
(ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო
აღჭურვილობა.
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
|
||
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
|
ბეჭდვითი მასალები
|
შეგიძლიათ იხილოთ ბიბლიოგრაფიის ჩანართში
|
ინვენტარი/მასალები
|
ლაბორატორიული აღჭურვილობა, ინდიკატორის ქაღალდი
|
ინტერნეტრესურსები
|
იხილეთ საავტორო უფლებების
ჩანართში
|
სხვა რესურსები
|
საველე ვიზიტები,
ექსპერიმენტები, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და
ა.შ.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий